კონორ მაკგრეგორმა განაცხადა, რომ მისი შემდეგი ბრძოლა მის კარიერაში ბოლო იქნება. UFC-ის ორი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა აღნიშნა ისიც, რომ ამ ჩხუბს რეკორდულად ყველაზე ნახვად ივენთად აქცევს. შეგახსენებთ, მიმდინარე წელს ირლანდიელ მებრძოლს ჰქონდა ქამბექის წარუმატებელი მცდელობა მაქს ჰოლოუეისთან დუელში.
"რამდენი ნახვა ჰქონდა კანელოს? რამდენი ბილეთი გაყიდა? შემახსენეთ ხალხის რაოდენობა დარბაზში. მათზე წინ ვარ, თანაც, ბევრად. ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ არც კი ვცდილობ. ჩემი უკანასკნელი ჩხუბი, რომელიც იყო საშინელება, მიმდინარეობდა მუნდიალის 1/2 ფინალის პარალელურად, მაგრამ მაინც არ დაჩრდილულა.
ჩემი მომდევნო ბრძოლა იქნება ჩემს კარიერაში ბოლო და მაქსიმალურად ვეცდები მის რაც შეიძლება სარფიანად გაყიდვას. მე არა მხოლოდ დავამყარე რეკორდები, არამედ მოვხსენი კიდეც, თანაც, საკუთარი", - განაცხადა "ნოტორიუსმა".

















