ლილო არენაზე 2026 წლის King of Drift-ის ბოლო, მე-5 ეტაპი გაიმართა და სეზონის ჩემპიონი ოფიციალურად გამოვლინდა.
ბოლო ეტაპის წინ, პირველ ადგილს ილია ბერიძე იკავებდა, ხოლო მეორე პოზიციაზე მოქმედი ჩემპიონი, გიორგი კოდუა იმყოფებოდა და ლიდერს სულ რაღაც 6 ქულით ჩამორჩებოდა.
ჩემპიონატის ლიდერები კვალიფიკაციის შემდეგ მე-5 ეტაპზე ბადის სხვადასხვა მხარეს მოხვდნენ და ფინალამდე მათი გზე არ იკვეთებოდა. ორივე მრბოლელი 1/2 ფინალშიც დამაჯერებლად გავიდა, თუმცა, ილია ბერიძე დამარცხდა და ჩემპიონის ტიტული დათმო.
გიორგი კოდუამ ფინალში სევასტიან მალეხინი დაამარცხა, მე-5 ეტაპის გამარჯვებული გახდა და 2026 წლის დრიფტის მეფის ტიტული მოიპოვა.











