ევროპულ პრესაში კვლავ იძენს აქტუალურობას რაიან გიგზის 2011 წლის ციტატა, რომელშიც ის ერთმანეთს ლივერპულსა და მანჩესტერ იუნაიტედს ადარებს. ინტერვიუს ჩაწერის მომენტისთვის მერსისაიდელები ინგლისის ჩემპიონატში იყვნენ მე-12 პოზიციაზე, გასავარდნ ზონასთან სულ რაღაც 4 ქულაში.
"წითელი ეშმაკები" კი იბრძოდნენ პრემიერ ლიგის ჩემპიონობისთვის და 2011/2012 წლების სეზონის განმავლობაში პირველ ადგილზეც არაერთხელ ყოფილან. ინტერვიუ აქტუალურია იმ მიზეზის გამო, თუ როგორ შეიცვალა "სქაუზერთა" და ოლდ ტრაფორდის მკვიდრთა მდგომარეობა წლების მანძილზე.
"მანჩესტერ იუნაიტედი არასდროს დაინგრევა ლივერპულივით, რადგან ფერგიუსონმა მომავლის ფუნდამენტი უკვე შექმნა. დიახ, ჩვენ არა მხოლოდ მიმდინარე სეზონზე ვფიქრობთ. წლების წინ, სერ ალექსმა გაიფორმა რონალდუ, რუნი, ნანი და ანდერსონი, ახლა კი გვყავს ჩიჩარიტო, რაფაელი, ფაბიო, ობერტანი და სმოლინგი.
"წითელი ეშმაკები" იბრძვიან მხოლოდ ჩემპიონობისთვის და ეს მომავალშიც გაგრძელდება. ლივერპული დიდი ისტორიის მქონე გუნდია, თუმცა ფაქტია, მათ პრობლემები აქვთ. ის, რაც ხდება ახლა, მერსისაიდელთა გეგმის ნაწილი არ ყოფილა", -აცხადებდა უელსელი ექს-ვინგერი 15 წლის წინ.











