პრემიერ ლიგის მე-9 ტურის ცენტრალური მატჩი ენფილდზე გაიმართა, სადაც ლივერპულმა არსენალს უმასპინძლა.
მაყურებლებმა საოცრად დაძაბული და სანახაობრივი დაპირისპირება იხილეს, რომელშიც საბოლოოდ, გამარჯვება მიკელ არტეტას გუნდს დარჩა.
"მეთოფეებმა" ამ გამარჯვებით 24 ქულას მოუყარეს თავი და ერთპიროვნულად გალიდერდნენ.
ლივერპული 0-1 არსენალი
გოლი: 0-1 კაი ჰავერცი 16'.











