საქართველოს ძიუდოს 23-წლამდელთა ნაკრები ევროპის ვიცე-ჩემპიონია.
ქართველმა ძიუდოისტებმა ევროპის 23-წლამდელთა შერეულ გუნდურ ასპარეზობაში ვერცხლის მედალი მოიპოვეს. ფინალში საფრანგეთმა გაიმარჯვა.
ფინალამდე საქართველოსძიუდოს 23-წლამდელთა ნაკრებმა გერმანიას და იტალაის მოუგო.
ინდივიდუალურ ასპარეზობაში 90 კგ. წონით კატეგორიაში ქართული ფინალი შედგა. ოქროს მედალს ლუკა ჯავახიშვილი დაეუფლა, ნიკოლოზ დავლაძე კი ვერცხლის პრიზიორი გახდა. ბრინჯაოს მედლები ლუკა გადელიამ (-60 კგ.) მათე ბერუაშვილმა (-73 კგ.) ნინო ლოლაძემ (-57 კგ.) მოიპოვეს.
















