როგორც ბაიერნის ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, ისმაელ საიბარის მარჯვენა კოჭის სინდეზმოზური იოგი გაუწყდა, რის შემდეგაც მას წარმატებული ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.
გერმანული პრესის ინფორმაციით, მაროკოელი ფეხბურთელი მინიმუმ 3 თვეს იუქმებს, რის შემდეგაც ვარჯიშს განაახლებს.

რაც შეეხება სერჟ გნაბრის,გერმანელმა შემტევმა მარცხენა ბარძაყის უკანა კუნთის ტრავმა მიიღო, რის გამოც 4-დან 6 კვირამდე გამოტოვებს.
და ბოლოს, მაიკლ ოლისეს ტრავმა, ფრანგმა დორტმუნდთან შეხვედრაში კუნთი დაიზიანა, თუმცა ექიმები ვარაუდობენ, რომ ფეხბურთელი მოედანს მალე დაუბრუნდება.











