სეზონის პირველ დერბი დელა მადონინაში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, მილანის მფლობელმა ჯერი კარდინალემ მედიასთან ისაუბრა.
"წარმოუდგენელი ღამე იყო. ყოველ სამ დღეში ერთხელ გვიწევს თამაში, ტრავმების პრობლემაც გვქონდა, თუმცა ინტერთან მატჩისთვის გუნდის თითქმის სრული შემადგენლობის დაბრუნება მოვახერხეთ.
შეხედეთ ამ ბიჭებს! ისინი გამარჯვებულები არიან. ჩემთვის ეს ყველაზე ლამაზი ღამეა, თავს ძალიან ემოციურად ვგრძნობ. ამ გამარჯვებაზე ავაშენებთ მომავალს.“











