ილია თოფურიამ ABC-ისთან საუბარში გაიხსენა ჯასტინ გეიჯისთან მარცხი და ბრძოლის შემდგომი მოვლენები. ამის გარდა, UFC-ის ორი დივიზიონის ქართველმა ექს-ჩემპიონმა აპრილში ქამბექი დაანონსა. სავარაუდო მოწინააღმდეგედ პედი პიმბლეტი განიხილება.
"ყველაზე ცუდ სიტუაციაში აღვმოჩნდი, რომელშიც შეიძლება მებრძოლი იყოს. ჩემს პროფესიაში საშინელი დღე ვნახე. რა არის ამაზე უარესი?! სიკვდილი? იყო გეიჯის მხრიდან რამე უცნაური? ესაა შეკითხვა, რომელსაც უკანასკნელი 5-6 თვე საკუთარ თავს ვუსვამ, მაგრამ ერთი რამ აშკარაა: ზოგჯერ იგებ, ზოგჯერ აგებ და მე დავმარცხდი.
დილით გავიღვიძე, სარკეში ჩავიხედე და საკუთარ თავს ვუთხარი - არა, არა, არა, ეს მე არ ვარ!ჩემს მომდევნო ბრძოლაში იხილავთ ილიას იმ ვერსიას, რომელიც აქამდე არასდროს გინახავთ. დაბრუნებას აპრილისთვის ვაპირებთ. გზა ყოველთვის ყვავილებით მორთული არაა და ეს ძალიან კარგად ვიცი. პედი? მას სოსისივით შევჭამ", - განაცხადა ქართველმა მებრძოლმა.
🚨🇬🇪 Ilia Topuria: “I've faced the worst day of my job. What's worse? Dying?” 🗣 “I've achieved everything, and after this fight, what else? Maybe I'll even retire.” 🗣 “I'm coming back in April. Paddy, Paddy, Paddy.” https://t.co/pkknTywlEi
— FightLuck (@FightluckBet) November 5, 2026















