ილია თოფურია ჯასტინ გეიჯისთან რევანშს ითხოვს. UFC-ის ორი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა განმარტა, რომ კარიერის საუკეთესო მომენტი ამერიკელი მებრძოლისთვის სწორედ მასთან მოგება იყო. ქართველი სპორტსმენის განცხადების შემდეგ, არ დააყოვნა ალი აბდელაზიზის პასუხმაც.
თოფურია - "გეიჯისთან კიდევ ერთხელ ვიბრძოლებდი. მინდა რევანში და ეს ადრე თუ გვიან აუცილებლად მოხდება. ის კარიერის დასრულებაზე საუბრობს, მაგრამ ჩემთან ჩხუბი ხომ მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო...თანაც, თეთრ სახლში! დარწმუნებული ვარ, როცა ჯასტინი ყველაზე დიდ მოვლენას გაიხსენებს, ეს სწორედ ჩვენი დაპირისპირება იქნება.
ამის გარდა, ყველაზე დიდი ფული, რაც კი ოდესმე მიუღია, სწორედ ჩემთან ბრძოლაში გამოიმუშავა. არ მგონია, კარიერა ისე დაასრულოს, რომ მსგავსი ჰონორარი კიდევ ერთხელ არ მიიღოს. სხვა ვერცერთ მოწინააღმდეგესთან ისეთ ანაზღაურებას ვერ მიიღებს, როგორსაც ჩემთან, ვისაც არ უნდა შეხვდეს.
ეს არა მხოლოდ გეიჯის, არამედ ნებისმიერ სხვასაც ეხება. თუნდაც ცარუკიანი - ეს მისთვის ცხოვრების ყველაზე დიდი ბრძოლა და ყველაზე დიდი ჰონორარი იქნება. თუ პიმბლეტს შემახვედრებენ, მისთვისაც ეს ყველაზე დიდი ჩხუბი და ყველაზე დიდი ანაზღაურება იქნება. ჯასტინის შემთხვევაშიც იგივეა.
აბდელაზიზი - "ეს რემატჩი არასდროს შედგება. ვეთანხმები ილიას - მისმა ძმამ სიცოცხლე შეუნარჩუნა. ასეთი ბრძოლისა და ტრავმის მერე, დაბრუნება ძალიან რთულია. მინახავს, როგორ გაუკეთა გეიჯიმ იგივე სხვებსაც და ქამბექი მარტივი არავისთვის ყოფილა. ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ მას".










![[VIDEO] სანდრო მამუკელაშვილის სოლიდური პერფორმანსი და ლეიკერსის მორიგი გამარჯვება](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2F6LfHIWEhnVrUQs5joWopUYtvezWKb1GJ.png&w=3840&q=75)





