ხაბიბ ნურმაგომედოვმა გააუქმა გამოწერა ხვიჩა კვარაცხელიას სოციალურ ქსელზე, მას შემდეგ, რაც ფეხბურთელმა აბუ დაბიში მომხდარ ინციდენტში მხარი თანამემამულე მერაბ დვალიშვილს დაუჭირა. პარი სენ-ჟერმენის ვინგერის კომენტარი იყო ასეთი: "მერაბ, საბა! მადლობა და თქვენს გვერდით ვართ!
კიდევ ერთხელ აჩვენეთ მსოფლიოს რას ნიშნავს იყო ქართველი, კაცი და ადამიანი. განსხვავებით იმათგან, ვინც ლაჩრულად, უკნიდან მოპარვითა და უთანასწოროდ შეეცადენ თქვენს დაჩაგვრას. კაცები ასე არ იქცევიან და რა თქმა უნდა, ეს არ გამოუვიდათ და ქართველებთან არც არასდროს გამოუვათ", - წერს პსჟ-ს მე-7 ნომერი.
სწორედ ამ პოსტის შემდეგ, როგორც აღვნიშნეთ, UFC-ის ყოფილმა დაღესტნელმა ჩემპიონმა ქართველი შემტევის სოციალურ ქსელზე გამოწერა გააუქმა. აღსანიშნავია ისიც, რომ მოგვიანებით ანალოგიურად 25 წლის ვინგერიც მოიქცა. რაც შეეხება ისლამ მახაჩევს, მას ჯერ კიდევ ჰყავს გამოწერილი კვარა.
















