ცნობილია, თუ როგორ დასრულდა აბუ დაბიში მომხდარი ინციდენტის შემდეგ დატრიალებული მოვლენები. როგორც ვიცით, ჩხუბის მერე, ნურმაგომედოვების გუნდი, ასევე მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი 48 საათით საპატიმროში გადაიყვანეს. დღეს გახდა ცნობილი, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით, მერაბი და საბა ჯარიმის სანაცვლოდ გათავისუფლდებიან.
ჯარიმის ოდენობა შეადგენს 50 ათას დირჰამს, რაც 12 167 ევროს ექვივალენტია. ქართველ მებრძოლების გადასახადებს RAF-ი დაფარავს. უსმან ნურმაგომედოვს და ჩხუბის ერთ-ერთ დაღესტნელ მონაწილეს 6-თვიანი პატიმრობა მიესაჯათ + ჯარიმა, 300 000 დირჰამი, რაც 73 886 ევროს ექვივალენტია.
შეგახსენებთ იმასაც, რომ 14 ნოემბერს დვალიშვილი იღებს მონაწილეობას RAF-ის ივენთზე, სადაც მისი მეტოქე მარლონ მორაესია, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, მიიღებს თუ არა ის მონაწილეობას აღნიშნულ ღონისძიებაში.















