უნგრეთთან გასამართი მატჩის წინ კომენტარი საქართველოს ნაკრების მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა გააკეთა.
"ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. ახალ მთავარ მწვრთნელს ვენდობით, ფეხბურთელების მხარდაჭერა აქვს და ვარჯიშებმაც კარგად ჩაიარა. ვეცდებით, ხვალ ჩვენი კარგი თამაში ვაჩვენოთ და წარმატებას მივაღწიოთ.
კლუბის შეცვლა? - ზაფხულზე დიდად არ ვფიქრობ, ვცდილობ ყოველდღიურად განვვითარდე და საქართველოს ნაკრებში მზად ჩამოვიდე ხოლმე, დანარჩენს დრო გვიჩვენებს.
ფეხბურთელებმა ერთმანეთში ვისაუბრეთ და ყველა განწყობილები ვართ, რომ საქართველოს ნაკრებში ჩვენი თამაში და შედეგი გავაუმჯობესოთ. ჩავარდნა ყველას აქვს, ჩავარდნას კი მაღლა ასვლა მოსდევს და იმედია, ეს აღმასვლა მალე დაიწყება.
სობოსლაის და კერკესის კარგად ვიცნობ და ვიცი, რა დონის მოთამაშეები არიან, თუმცა ჩვენ ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ და წარმატებას მივაღწიოთ", - განაცხადა მამარდაშვილმა.











