დანა უაითი აბუ დაბიში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. შეგახსენებთ, რომ RAF-ში ჭიდაობის წინ, მერაბ დვალიშვილი იღებდა პრომო ვიდეოს, რა დროსაც მას უკნიდან უსმან ნურმაგომედოვის გუნდი თავს დაესხა. დაღესტნელების მიზანი იყო ქართველ მებრძოლთან ფიზიკური დაპირისპირება, მაგრამ არა 1-1-ზე, არამედ ყოვლად უღირსი ქმედებებით, ზურგს უკან მოულოდნელი შეტევით რიცხვობრივ უმცირესობაში მყოფ სპორტსმენთან.
"სულელური და უღირსი საქციელი იყო. სასტუმრო არ არის ის ადგილი, სადაც ამ ყველაფრის გაკეთება შეგიძლიათ. UFC-ის კონტრაქტი უსმანთან? მოლაპარაკებებიც კი არ გვქონია. ნურმაგომედოვს ჯერ კიდევ აქვს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები", - განაცხადა ამერიკელმა ბიზნესმენმა.
აბუ დაბიში მომხდარ ინციდენტამდე, დაღესტნელი მებრძოლის UFC-ში გადასვლა იყო საკმაოდ აქტუალური, თუმცა იმ ყველაფრის შემდეგ, კონტრაქტის მიღების ალბათობა პრაქტიკულად 0-ს უდრის. 28 წლის სპორტსმენის მენეჯერმა, ალი აბდულაზიზმა საერთოდაც PFL-თან ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე ისაუბრა.















