ბარსელონას სპორტულმა დირექტორმა დეკუმ მედიასთან საინტერესო თემებზე ისაუბრა.
"რონალდ არაუხო? ეს საკითხი მომდევნო ზაფხულს უნდა განვიხილოთ. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს და პატივს ვცემთ მის გადაწყვეტილებას. მთავარი ის არის, რომ ბედნიერი იყოს.
თუ გადაწყვეტს, რომ ლივერპულში დარჩენა სურს, ჩვენ წინააღმდეგი არ ვიქნებით და გაგვიხარდება, რომ მისთვის ყველაფერი კარგად დასრულდა. ცოტაოდენი ფულიც არ გვაწყენდა...
ხულიან ალვარესი, ბერნარდუ სილვა თუ ლუის დიასი? ტრანსფერი, რომლის განხორციელებაც ყველაზე მეტად მსურდა, ლუის დიასის იყო. მისი დამატება ძალიან მინდოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, არ გამოვიდა.“

















