ინტერი ალესანდრო ბასტონის მომავალთან დაკავშირებით მნიშვნელოვან გადაწყვეტილებასთან ახლოსაა. როგორც იტალიური მედია იუწყება, გასულ კვირას მილანურმა კლუბმა ფეხბურთელის აგენტთან პირველი შეხვედრა გამართა. იტალიელ მცველს ინტერთან კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს, თუმცა მხარეებს ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები ჯერ არ დაუწყიათ.
ამ ეტაპზე ორივე მხარე ცდილობს გაარკვიოს, შეიძლება თუ არა ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე ისეთი შეთავაზების გამოჩენა, რომელიც ყველა მხარისთვის ხელსაყრელი იქნება. ბასტონის მიმართ ინტერესს კვლავ იჩენს ბარსელონა, რაზეც ჩვენ უკვე ვწერდით. კატალონიური კლუბი იტალიელი მცველის დამატების შესაძლებლობას განიხილავს და იანვარში მისგან ოფიციალურ შეთავაზებასაც ველოდებით.
ინტერის ხელმძღვანელობა ფეხბურთელის გაყიდვის წინააღმდეგი არ იქნება, თუ კლუბი მის სანაცვლოდ კარგ შეთავაზებას მიიღებს. მხარეები ამ საკითხზე მოლაპარაკებებს მოგვიანებით განაახლებენ. შესაბამისად, ბასტონის მომავალზე მეტი ინფორმაცია უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

















