ეროვნული ლიგის ტურის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი "დინამო არენაზე" შედგა, სადაც დინამო თბილისმა ქუთაისის ტორპედოს უმასპინძლა.
მიუხედავად იმისა, რომ დინამო ჩემპიონობისთვის იბრძვის, ტორპედო კი ფაქტობრივად უმოტივაციოა, ქართულ კლასიკოს ყოველთვის დიდი ინტერესი აქვს.
შეხვედრაში ანგარიში სკორპმა მე-8 წუთზე გახსნა, რის შემდეგაც თბილისელები გააქტიურდნენ და რამდენიმე მომენტი შექმნეს.
თუმცა ქუთაისელთა მეკარე ოთო გოშაძე მოწოდების სიმაღლეზე იყო. 76-ე წუთზე ნიკა ნინუას გადაცემით დოლტმურზიევმა ანგარიში მაინც გაათანაბრა.
მალევე კი ნინუას თავად შეეძლო გატანა, თუმცა თერთმეტმეტრიანი გააფუჭა. გმირი აქაც ოთო გოშაძე გახდა.
საბოლოოდ, ტორპედომ საქმე ბოლომდე მიიყვანა და მატჩი 1:1 დასრულდა. ეროვნული ლიგის 33-ე ტურში კიდევ ორი შეხვედრა გაიმართა. მეშახტემ სტუმრად სპაერს 2:3 მოუგო, იგივე ანგარიშით კი დილამ სტუმრად გაგრა დაამარცხა.
ხვალ კი ეროვნული ლიგის კიდევ ორი მატჩი გაიმართება - სამგურალი იბერიას მიიღებს, დინამო ბათუმი კი რუსთავს.











