ცოტა ხნის წინ, ერთა ლიგის წილისყრა დასრულდა, სადაც საქართველოს ნაკრების მეტოქე გახდა ცნობილი.
B დივიზიონში დასარჩენ ფლეი-ოფის მატჩს რამაზ სვანაძის გუნდი ფარერის კუნძულების წინააღმდეგ გამართავს. მოგეხსენებათ, ზუსტად იგივე ფლეი-ოფი გასულ წელსაც ვითამაშეთ, როცა სომხეთს დავუპირისპირდით და მარტივად გავიმარჯვეთ.
ფარერის კუნძულები ჩვენთვის ნაცნობი მეტოქეა, რადგან ისტორიის განმავლობაში, სულ სამჯერ შევხვდით როგორც საკვალიფიკაციო ეტაპებზე, ისე ამხანაგურ მატჩში.
პირველი შეხვედრა 2006 წელს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრებმა სტუმრად 6:0 გაიმარჯვა. საშინაო მოედანზე კი მეტოქე 3:1 დავამარცხეთ.
ამ ნაკრებებს შორის ბოლო მატჩი 2025 წლის ივნისში შედგა და დასამახსოვრებელი გამოდგა, რადგან სწორედ ამ ამხანაგურ მატჩში დაასრულა გიორგი ლორიამ სანაკრებო კარიერა.

"დინამო არენაზე" გამართული შეხვედრა საქართველოს ნაკრების გამარჯვებით 1:0 დასრულდა. გოლი ლუკა ლოჩოშვილის ანგარიშზეა.
სამწუხაროდ საქართველოს ნაკრებმა წლევანდელი ერთა ლიგის გათამაშება წარუმატებლად დაასრულა, ბოლო ადგილი 2 ქულით დაიკავა და გოლიც არ გაუტანია.
რაც შეეხება ფარერებს, C დივიზიონში მოასპარეზე ნაკრებმა ჯგუფი წაუგებლად დაასრულა, 5 ფრე ითამაშა და ერთი გაიმარჯვა, 8 ქულა დააგროვა, მეოერე ადგილი დაიკავა და მხოლოდ სლოვაკეთს ჩამორჩა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ფარერის კუნძულების ორმატჩიანი დაპირისპირება 2027 წლის მარტში შედგება.











