ინგლისური ფეხბურთის ექსპერტმა, ალი მაქსუელმა გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ ისაუბრა. ჟურნალისტმა აღნიშნა, თუ როგორი მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ქართველი გამთამაშებელი უოტფორდისთვის. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონშიპის ბოლო ტურში მისმა გუნდმა მოუგო ვესტ ბრომვიჩს, თავად ახალგაზრდა შუახაზელი კი ტრადიციულად ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
"ჩაკვეტაძე უბრალოდ დაუჯერებელ ფორმაშია. ის არის უოტფორდის მაესტრო, მისი თამაშის ყურება კი ნამდვილი სიამოვნებაა. მართალია, ვესტ ბრომვიჩ ალბიონთან მატჩში გიორგის არ გაუფორმებია გოლი და ასისტი, მაგრამ მომენტი მისი დამსახურებით შეიქმნა. მან მეტოქე მცველებს უბრალოდ შანსი არ დაუტოვა", - განაცხადა მაქსუელმა.
შეგახსენებთ, რომ ქართველი შემტევი ნახევარმცველი "ყვითლებში" თამაშობს 2023 წლის ზაფხულიდან და ამ დროის მანძილზე მას დაუგროვდა 58 შეხვედრა, 2 გატანილი ბურთი და 8 ასისტი.