ლონდონის ჩელსიმ ოფიციალურად დაადასტურა, რომ რის ჯეიმსს მუხლზე მცირე ქირურგიული ჩარევა ჩაუტარდა. ინგლისელმა მცველმა ტრავმა ვარჯიშზე მიიღო, ოპერაციამ კი წარმატებით ჩაიარა. კლუბის ინფორმაციით, ფეხბურთელმა აღდგენითი პროცესი უკვე დაიწყო.

ინგლისური პრესის ინფორმაციით, ჯეიმსი საუკეთესო შემთხვევაში 3 თვემდე იუქმებს, რის შემდეგაც ვარჯიშს განაახლებს.













