დადასტურებულად - ჩელსი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ალექს სკოტის დამატებას კიდევ ერთხელ შეეცდება! ინგლისელი ნახევარმცველი ლონდონური კლუბის მთავარი სატრანსფერო სამიზნეა, ამის შესახებ გავლენიანი ბრიტანული გამოცემები იუწყებიან. შეგახსენებთ, "არისტოკრატებს“ ფეხბურთელის შეძენა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზეც სურდათ, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა.

სკოტის მიმართ ინტერესი სხვა კლუბებსაც აქვთ. 23 წლის ნახევარმცველის დამატებას კიდევ 3-4 გუნდი განიხილავს, შესაბამისად, ჩელსის სერიოზული კონკურენციის დაძლევა მოუწევს.
ბორნმუთს ახალგაზრდა ფეხბურთელის შუა სეზონში გაყიდვა არ სურს, თუმცა სოლიდური შეთავაზების შემთხვევაში კლუბი მის გაშვებას დათანხმდება. სკოტის სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით £80-90 მილიონი ფუნტია.
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად, სკოტის მომავალთან დაკავშირებით უფრო მეტი დეტალი გახდება ცნობილი.
















