ინტერის ნახევარმცველმა ჰაკან ჩალჰანოღლუმ ტრავმა მიიღო. თურქ ფეხბურთელს სამედიცინო გამოკვლევები დღეს ჩაუტარდა, რომლებმაც მარჯვენა ბარძაყის მომხრელი კუნთების დაზიანება გამოავლინა.
ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზით, ჩალჰანოღლუ მოედანს 4 კვირაში დაუბრუნდება. შესაბამისად, 32 წლის ნახევარმცველს "ნერაძურის" მომდევნო მატჩების გამოტოვება მოუწევს.












