გავლენიანი ბრიტანული გამოცემები საინტერესო ინფორმაციას ავრცელებენ — როგორც ცნობილი ხდება, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ჩელსი დიდი შანსია სამმა ფეხბურთელმა დატოვოს. საუბარია მალო გუსტოზე, ჟოვანი კენდასა და ემანუელ ემეგაზე. ჩაბი ალონსოს თანხმობა არსებობს, ლონდონური კლუბი ამ მოთამაშეების სანაცვლოდ ყველა შეთავაზებას განიხილავს.

ჩელსი მალო გუსტოს გასხვისებას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდშიც ცდილობდა, თუმცა ფრანგი განაპირა მცველი საბოლოოდ გუნდში დარჩა. როგორც იწერება, ლონდონური კლუბი 23 წლის ფეხბურთელს დაახლოებით £50 მილიონად აფასებს.
რაც შეეხება ემეგასა და კენდას, ჩელსი პორტუგალიელს, დიდი ალბათობით, იჯარის წესით გაუშვებს, ხოლო ნიდერლანდელი ფორვარდის გაყიდვას შეეცდება.
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად, ზემოხსენებული ფეხბურთელების თაობაზე უფრო მეტ ინფორმაციას გავიგებთ.














![[VIDEO] როგორ ჩაიარა რონალდინიოს ქამბექმა და გამოვა თუ არა ის მოედანზე კიდევ?](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FGfso5hXC7O3azfixbkYnQCnEpH72fbiq.png&w=3840&q=75)

