გავლენიანი იტალიური გამოცემები საინტერესო ინფორმაციას ავრცელებენ — როგორც მოგეხსენებათ, ინტერი და ჰაკან ჩალჰანოღლუს აგენტი ახალ კონტრაქტზე უკვე რამდენიმე თვეა, მუშაობენ, თუმცა ამის მიუხედავად, მხარეები შეთანხმებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ.
თურქ ფეხბურთელს მილანურ კლუბში დარჩენა სურს, თუმცა ხელფასის დაკლებაზე ამ ეტაპზე თანახმა არ არის. მიუხედავად ამისა, "ნერაძურიში“ სჯერათ, რომ გამოცდილ ნახევარმცველთან შეთანხმება მაინც შედგება და ჩალჰანოღლუ ახალ ხელშეკრულებას უახლოეს კვირებში გააფორმებს.
ამასობაში, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარას ვუახლოვდებით, რომლის დროსაც კლუბებს იმ ფეხბურთელებთან წინასწარი კონტრაქტების გაფორმება შეუძლიათ, რომლებიც ზაფხულში თავისუფალი აგენტები გახდებიან. ამ სიაში ჩალჰანოღლუც შედის, რომლის დამატებასაც რამდენიმე კლუბი უკვე განიხილავს, მათ შორის იუვენტუსიც. ტურინული წყაროების ინფორმაციით, "ბიანკონერის“ ინტერესი რეალური და დადასტურებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ 32 წლის ფეხბურთელი "ნერაძურისთან“ ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს, ტურინელები თურქის დამატებას სრულიად უფასოდ შეეცდებიან.
ჩალჰანოღლუს თაობაზე უფრო მეტ დაზუსტებულ ინფორმაციას უახლოეს კვირებში გავიგებთ.














![[VIDEO] როგორ ჩაიარა რონალდინიოს ქამბექმა და გამოვა თუ არა ის მოედანზე კიდევ?](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FGfso5hXC7O3azfixbkYnQCnEpH72fbiq.png&w=3840&q=75)

