10 მედალი და გუნდური პირველი ადგილი, - საქართველოს კუდოს ნაკრებმა ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე უფროსებსა და 18 წლამდელთა შორის წარმატებით იასპარეზა.
ქართველებმა 6 ოქრო, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ზედიზედ მესამედ გახდა ევროპის ჩემპიონი მარიამ ნანავა.
ჩემპიონები მარიამ ნანავა (-220), ზურიკო მიქავა (-240), გოგა სიჭინავა U18 (-250), მათე მაქაცარია U18 (-240), საბა მარკელია U18 (-230)თედო ქებურია U18 (+ 270)
ვერცხლის მედლები დემეტრე ბერაიამ U18 (-240) და საბა მაქაცარიამ (+270) მოიპოვეს.
ბრინჯაოს პრიზიორები კი მედლები დუტა გაბელია (-260) და ნიკა ადუაშვილი U18 (-230) გახდნენ.















![[VIDEO] როგორ ჩაიარა რონალდინიოს ქამბექმა და გამოვა თუ არა ის მოედანზე კიდევ?](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FGfso5hXC7O3azfixbkYnQCnEpH72fbiq.png&w=3840&q=75)