ჯასტინ გეიჯის ჰკითხეს, თუ როგორ ახერხებს ის მეტოქეებისთვის ისეთი ზიანის მიყენებას, რომლის შემდეგაც მათ ბრძოლის გაგრძელება უჭირთ. ამერიკელმა მებრძოლმა ახსნა თავისი საიდუმლო და ტონი ფერგიუსონთან ჩხუბი გაიხსენა.
"ჩემი დამაზიანებელი დარტყმის საიდუმლო? სინამდვილეში, სპეცილეთი არ მაქვს. მინდა გავიხსენო ფერგიუსონთან ბრძოლა, რომლის დროსაც მას მარცხენა ლოყა თითის ძვლებით გავუჭერი. თუ ეს მოხდა, დაზიანება გარდაუვალია. ტექნიკა მდგომარეობს იმაში, რომ მუშტის დარტყმის დროს ფალანგის სახსრების გამოყენებით ოპონენტის სახიდან კანის აცლას ვცდილობ.
რაც შეეხება ჩემს მომავალს, გადაწყვეტილების მიღებას ჯერ არ ვჩქარობ. ჩემს ძმას არ სურს, რომ დავასრულო კარიერა, მას უნდა ქამრის დაცვის ხილვა. ზუსტად ვიცი, წელს არ ვიჩხუბებ, მოლაპარაკებებს კი ზამთარში დავიწყებთ", - განაცხადა "ჰაილაითმა".
















