UFC-ის სუპერმსუბუქი დივიზიონის მოქმედმა ჩემპიონმა, პიოტრ იანმა თავის სავარაუდო მეტოქეების შესახებ ისაუბრა. როგორც მოსალოდნელი იყო, ვარიანტებს შორის შონ ო'მალი და სონგ იადონგი არიან. რუსმა მებრძოლმა აღნიშნა ისიც, რომ ქამრის დაცვა სამშობლოში სურს.
"ჩემი მომდევნო ბრძოლა აპრილში - მაისში იქნება. სავარაუდო მეტოქე? პირველ ვარიანტად განიხილება ო'მალი, სათადარიგოდ კი იადონგი. ორივესთან მიჩხუბია და მიმაჩნია, რომ შონს მოვუგე, მაგრამ მსაჯმა მისი ხელი აწია. სონგთან ხომ ისედაც გასაგებია ყველაფერი. ჩემი აზრით, საინტერესო რემატჩები იქნებოდა.
მინდა UFC-ის შევთავაზო, რომ შემდეგი სატიტულო ბრძოლა რუსეთში მქონდეს. დიახ, ვიცი, რომ ეს ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა შესაძლებელი ყველაფერია. წარმოიდგინეთ, ქამარს ვიცავ ეკატერინბურგში, როგორი მასშტაბური იქნებოდა", - განაცხადა "დაუნდობელმა".


















