ჯოშ ჰოკიტმა ჯასტინ გეიჯისა და ილია თოფურიას ბრძოლა გაიხსენა. მას გაუხარდა UFC-ის ორი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონის მარცხი და ამერიკელმა მებრძოლმა ისიც აღნიშნა, რომ ქართველის წაგებაში წვლილი მანაც შეიტანა.
"მე და გეიჯიმ თოფურია ერთად დავამარცხეთ. რა თქმა უნდა, მისი წაგება გამიხარდა. ის იქცეოდა ისე, თითქოს მონაწილეობდა საკუთარ შოუში, მაგრამ ის, ვინც დამიდგება პირისპირ...დაივიწყეთ, ყველაფერი დამთავრებულია. ილია ჩხუბობს 70 კილოგრამში და რატომ ელაპარაკება დიდ ბიჭებს?
ღია დივიზიონი რომ იყოს, ისინი ამდენს ვერ გაბედავდნენ. ეს ფაქტი ძალიან მაღიზიანებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩემს შესახებ ბინძურად საუბრობენ. მინდა ვიჩხუბოთ წონითი კატეგორიების გარეშე, როგორც ეს ერთ დროს იყო", - განაცხადა "წარმოუდგენელმა ჰოკმა".








![[VIDEO] სანდრო მამუკელაშვილის სოლიდური პერფორმანსი და ლეიკერსის მორიგი გამარჯვება](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2F6LfHIWEhnVrUQs5joWopUYtvezWKb1GJ.png&w=3840&q=75)








