ოფიციალურად: დომინიკ სობოსლაიმ პროტოკოლით გათვალისწინებული სამედიცინო შემოწმება გაიარა. მუხლის დაჭიმულობის შემდეგ უნგრეთის ეროვნული ნაკრების სამედიცინო შტაბი მომდევნო დღეებში ყველაფერს გააკეთებს, რათა გუნდის კაპიტანი რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს სრულფასოვან ვარჯიშს და სამწვრთნელო შტაბის განკარგულებაში იყოს.
თუმცა, სობოსლაის თამაშის საკითხი, დიდი ალბათობით, მხოლოდ ბოლო მომენტში გადაწყდება. შესაბამისად, ამ ეტაპზე უცნობია, შეძლებს თუ არა უნგრეთის ნაკრების კაპიტანი მოახლოებულ მატჩში მონაწილეობას.
შეგახსენებთ, საქართველო-უნგრეთის მატჩი 14 ნოემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება.

















