უეფას ერთა ლიგის 2026/27 წლების სეზონი გრძელდება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები B ლიგაში ასპარეზობს, სადაც მისი მეტოქეები უნგრეთის, უკრაინისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებები არიან.
ოთხი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები ჯგუფში ბოლო, მეოთხე ადგილს იკავებს. რამაზ სვანაძის გუნდს ამ დროისთვის 2 ქულა აქვს და მესამე პოზიციაზე მყოფ უკრაინას 2 ქულით ჩამორჩება.
ჩვენი გუნდი მიმდინარე თვეში ორ შეხვედრას ჩაატარებს. 14 ნოემბერს რამაზ სვანაძის გუნდი უნგრეთს დაუპირისპირდება, 17 ნოემბერს კი უკრაინას შეხვდება.
რაც შეეხება უკრაინის ნაკრებს, მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეა მალდერამ, დაასახელა იმ ფეხბურთელების ვინაობა, რომლებიც საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებენ.
იხილეთ 25-კაციანი შემადგენლობა:

უკრაინა-საქართველოს მატჩი 17 ნოემბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება. შეხვედრას კოშივეცი (სლოვაკეთი) უმასპინძლებს.
















