ჟორჟე ჟეზუსისა და კრიშტიანუ რონალდუს კონფლიქტს არაერთი ცნობილი სახე გამოეხმაურა. თავისი მოსაზრება დააფიქსირა ლისაბონის ბენფიკას ლეგენდარულმა ვინგერმა, ანტონიო სიმოეშმაც, რომელმაც ალ ნასრის ამჟამინდელი კაპიტანი მწვავედ გააკრიტიკა.
"ნუ ეთანხმებით რონალდუს, ის არასწორია. რატომ უნდა იყოს მის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება? ის პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელია, ისე, როგორც სხვებიც. მითამაშია ეუსებიოსთან, ასევე მქონია შეხება პელესა და მარადონასთან...ნამდვილი მეფეები ასე არ იქცევიან.
მწვრთნელის გადასაწყვეტია, გამოვა თუ არა მოედანზე ფეხბურთელი. კრიშტიანუ ტოვებს ეგოცენტრიული ადამიანის დამოკიდებულებას, ვინც მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს. ხომ არაა დრო, რომ გაჩერდეს და თავისი ადგილი სხვებს დაუთმოს?", - განაცხადა პორტუგალიელმა ექს-ვინგერმა.

















