პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჟორჟე ჟეზუში კრიშტიანუ რონალდუს ოფიციალურ განცხადებას ეხმაურება.
"კრიშტიანუს განცხადება წავიკითხე და ახლა, როგორც ამას ყოველდღე ვაკეთებ, ფედერაციის შტაბ-ბინაში მივდივარ სამუშაოდ, რათა პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებზე ვიფიქრო.
მეტი არაფერი მაქვს სათქმელი.
შეგახსენებთ, კრიშტიანუ რონალდუმ დუმილი რამდენიმე საათის წინ დაარღვია და ჟორჟე ჟეზუსი სიტყვის გატეხვაში ორჯერ დაადანაშაულა. როგორც ჩანს, მხარეებს შორის კონფლიქტი გრძელდება და ამ დრომდე უცნობია, რა მოხდება მომდევნო სანაკრებო პაუზაზე.











