ხორვატიის ეროვნული ნაკრებისა და მილანის ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა.
"კრიშტიანუ პორტუგალიის ისტორიაში უდიდესი ფეხბურთელია და ის იმსახურებს, რომ ეროვნულ ნაკრებიდან ღირსეულად გააცილონ.
სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი კრიშტიანუს თავს, მის ქვეყანაში ხდება.
თუმცა, ვფიქრობ, ეს საკითხი მოგვარდება. კრისი იმსახურებს, რომ, როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს, ეროვნულ ნაკრებთან ერთად კარიერის ღირსეული დასასრული ჰქონდეს.
ზუსტად არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ იმედი მაქვს, სიტუაცია მოგვარდება“.











