პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხორხე ხესუსმა კრიშტიანო რონალდუსთან ურთიერთობაზე ისაუბრა.
მოგეხსენებათ, ხესუსმა რონალდუ ერთა ლიგის მეორე ტურში არ ათამაშა, რის გამოც ნაკრებში სიტუაცია აირია, კრიშტიანომ ნაკრები დატოვა.
რატომ მოვიახო ბოდიში? ვის მოვუხადო და რატომ? მე ვიღებ პასუხისმგებლობას ჩემს გადაწყვეტილებაზე და ბოდიში რატომ? - აბსურდია.
მწვრთნელი მე ვარ. ვიძახებ ვისაც მინდა. არავის აზრს არ ვეკითხები ვის ავირჩევ და ვინ ითამაშებს.როგორც ეროვნული ნაკრების მწვრთნელი, არის რაღაცეები, რაც დაუშვებელია", - განაცხადა ხესუსმა.
რამდენიმე დღეში, პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციასა და რონალდუს შორის შეხვედრა იგეგმება. პორტუგალიელები ცდილობენ, ნოემბერში რონალდუ ნაკრებში დააბრუნონ.











