უეფას ერთა ლიგის მე-6 ტურში, ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა მეტროპოლიტანოზე ინგლისს უმასპინძლა და 2-3 დამარცხდა.
შეხვედრის ანგარიში პირველი ტიამის ბოლო წუთზე ჰარი კეინმა გახსნა და ინგლის დააწინაურა. 53-ე წუთზე ეზრი კონსამ სხვაობა ორამდე გაზარდა, ხოლო ზუსტად 4 წუთში ბენ უაითმა ანგარიში განამადგურებელი გახადა. 63-ე წუთზე, მსაჯმა მოედნიდან ელიოტ ანდერსონი გააძევა და სტუმრები 10 კაცით დარჩნენ, რასაც მიკელ ოიარსაბალის გოლი მოჰყვა. 75-ე წუთზე, ნიკო უილიამსმა ჩამორჩენა ერთ ბურთამდე შეამცირა, თუმცა, მსოფლიო ჩემპიონმა მეტი გოლი ვეღარ გაიტანა და 2024 წლის 23 მარტის შემდეგ ძირითად დროში პირველად დამარცხდა.
ესპანეთი 2-3 ინგლისი
გოლები: 0-1 კეინი (45'), 0-2 კონსა (53'), 0-3 უაითი (57'), 1-3 ოიარსაბალი (63'), 2-3 უილიამსი (75')
უხვგოლიანი მატჩი გაიმართა ბრიუსელში, სადაც ბელგიის ეროვნულმა ნაკრებმა იტალიას უმასპინძლა და მეტოქე 4-1 დაამარცხა. ამავე ჯგუში კი საფრანგეთმა თურქეთს 2-1 მოუგო.
სათამაშო დღის ყველა მატჩის შედეგი
ერთა ლიგის A დივიზიონი საბოლოო სატურნირო ცხრილი















![[VIDEO] როგორ ჩაიარა რონალდინიოს ქამბექმა და გამოვა თუ არა ის მოედანზე კიდევ?](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FGfso5hXC7O3azfixbkYnQCnEpH72fbiq.png&w=3840&q=75)

