გავლენიანი იტალიური გამოცემები საინტერესო ინფორმაციას ავრცელებენ — როგორც ცნობილი ხდება, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში იუვენტუსი დიდი შანსია ოთხმა ფეხბურთელმა დატოვოს. საუბარია გლეისონ ბრემერზე, ხუან კაბალზე, ანდრეა კამბიაზოსა და ედონ ჟეგროვაზე. ლუჩანო სპალეტის თანხმობა არსებობს, ტურინული კლუბი ამ მოთამაშეების სანაცვლოდ ყველა შეთავაზებას განიხილავს.

იუვენტუსი ბრემერსა და კამბიაზოს დაახლოებით €35 მილიონად აფასებს. რაც შეეხება კაბალსა და ჟეგროვას, ორივე მოთამაშის სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით €20-25 მილიონია.
ზემოხსენებული წყაროების ინფორმაციით, იუვენტუსი იანვარში ახალ ფეხბურთელებსაც დაიმატებს, რაც იმას ნიშნავს, რომ "ბიანკონერის“ საკმაოდ დატვირთული ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა ელის.














![[VIDEO] როგორ ჩაიარა რონალდინიოს ქამბექმა და გამოვა თუ არა ის მოედანზე კიდევ?](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FGfso5hXC7O3azfixbkYnQCnEpH72fbiq.png&w=3840&q=75)

