სენეგალიდან სამშობლოში დაბრუნდა საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ბოლო ნაკადი. მათ შორის იმყოფებოდა IV ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, მოკრივე ემილ ისმაილოვი.
საქართველოს სპორტსმენებმა IV ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე ოთხი მედალი - ერთი ოქროს, ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაო მოიპოვეს.
IV ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გახდა მოკრივე ემილ ისმაილოვი (55 კგ), ვერცხლის მედლები ქვიშის ჭიდაობაში ლუკა მახარაძემ (70 კგ.) და ნურადინ მუსტაფაევმა (90 კგ.) მოიპოვეს, ბრინჯაოს პრიზიორი კი დავით მძევაშვილი (60 კგ) გახდა.

ოლიმპიურ დელეგაციას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ოლიმპიური ჩემპიონი ლერი ხაბელოვი, სეოკ-ის სხვა ხელმძღვანელი პირები, საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ბექა ლობჟანიძე და ფედერაციის წარმომადგენლები, ასევე სპორტსმენების ოჯახის წევრები, გულშემატკივრები და მედიის წარმომადგენლები.
ზაფხულის IV ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებს სენეგალის დედაქალაქმა დაკარმა 31 ოქტომბრიდან 13 ნოემბრის ჩათვლით უმასპინძლა.
თამაშებში 205 ქვეყნის სპორტსმენები მონაწილეობდნენ. შეჯიბრებები სპორტის 25 სახეობაში გაიმართა. საქართველოდან სპორტის 9 სახეობაში - მძლეოსნობა, ფარიკაობა, კრივი, უშუ, ტაეკვონდო, მშვილდოსნობა, ძიუდო, ცურვა და ქვიშის ჭიდაობა - იასპარეზა 13-მა სპორტსმენმა.















![[VIDEO] როგორ ჩაიარა რონალდინიოს ქამბექმა და გამოვა თუ არა ის მოედანზე კიდევ?](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FGfso5hXC7O3azfixbkYnQCnEpH72fbiq.png&w=3840&q=75)