ენრიკო ფედელემ ნაპოლი გააკრიტიკა. ცნობილმა ექსპერტმა და წარსულში სპორტულმა დირექტორმა აღნიშნა, რომ სამხრეთული გუნდის მიერ სკუდეტოს მოგება მხოლოდ შემთხვევითობა იყო. იტალიელი ფუნქციონერის აზრით, "პარტენოპეის" ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის დუეტში გაუმართლა.
"ნაპოლის ძალიან გაუმართლა, როდესაც ოსიმენი და კვარაცხელია გაიფორმა. რა მოხდა შემდეგ, როდესაც ისინი წავიდნენ? მოვიდა ლუკაკუ, რომელმაც შეცვალა ვიქტორი და მან თავისი საქმე მართლაც გააკეთა, როცა "პარტენოპეიმ" მოიგო მე-2 სკუდეტო, მაგრამ ხვიჩა? მისი შემცვლელი "აძურის" დღემდე არ ჰყავს.
დიეგო მარადონას ბინადრებს უნდა გადმოებირათ ლუკმენი, თუმცა მის ნაცვლად გუნდი იმატებს ისეთ ფეხბურთელებს, ვისაც გოლის გატანა არ შეუძლიათ. ალეგრის წასვლასაც არ აქვს აზრი...ვინ უნდა მოვიდეს მის ნაცვლად? იმედია, დე ლაურენტისი კლუბს მალე გაყიდის", - განაცხადა ფედელემ.











