სულ რამდენიმე წუთი გავიდა მას შემდეგ, რაც პარი სენ-ჟერმენმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა და ცნობილი გახდა, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მარჯვენა მუხლზე ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა.
ქართველი ფეხბურთელის ტრავმას მისი ყოფილი გუნდი, ნაპოლი, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
"წარმატებები, ხვიჩა, მოედანზე შენს მალე დაბრუნებას ველოდებით!"
In bocca al lupo Khvicha, ti aspettiamo presto in campo! 💪
— Official SSC Napoli (@sscnapoli) October 21, 2026












