ლას ვეგასში მიმდინარე UFC Fight Night-ის მეინ ქარდი გახსნა ოთარ თანზილოვმა, ვინც მალკოლმ უელმეიქერი ულამაზესი ნოკაუტით დაამარცხა. ჩხუბი დასრულდა მე-2 რაუნდში, როცა ქართველი მებრძოლის ჰედქიქს ამერიკელმა მოწინააღმდეგემ ვერაფერი დაუპირისპირა. იდეალური მოგება 28 წლის სპორტსმენის ანგარიშზე.
შეგახსენებთ, რომ ეს იყო თანზილოვის მეორე ბრძოლა UFC-ში. წარუმატებელი დებიუტის შემდეგ, მან სრულად მოახდინა რეაბილიტაცია. ამის გარდა, ოთარი, ლევან ჩოხელის შემდეგ არის მე-2 ქართველი, რომელმაც მსოფლიოს მთავარ პრომოუშენში 2026-ში ჩხუბი მოიგო.
UNA OBRA DE ARTE 🚨 Patada brutal de Otari Tanzilovi manda a la lona a Wellmaker para terminar la pelea 👊🏻 #UFCVegas122 | Ver en vivo por @PPlusDeportes https://t.co/DahafMBCCO
— UFC Español (@UFCEspanol) October 11, 2026

















