ეროვნული ლიგის 34-ე ტურის პირველი შეხვედრა დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე შედგა, სადაც ერთმანეთს გაგრა და დინამო თბილისი დაუპირისპირდნენ.
ანგარიში 36-ე წუთზე დინამოელთა შემტევმა ანგალისე ბამ გახსნა, თუმცა მეორე ტაიმის სტარტზე გაგრამ ანგარიში გაათანაბრა, თავი გურამ გოშთელიანმა გამოიჩინა.
გატანილი გოლის შემდეგ, რეალური მომენტები გაგრას კვლავ ჰქონდა, დინამო კი გაშვებულ გოლს რამდენჯერმე გადაურჩა, ორჯერ ბურთი ძელსაც მოხვდა.
ამ გამოუყენებელი მომენტებიდან რამდენიმე წამში, მომენტი დინამო თბილისს შეექმნა. 81-ე წუთზე გუნდს მხსნელად კვლავ მათე ვაწაძე მოევლინა, რომელმაც გამარჯვების გოლი გაიტანა და დინამოს 2:1 მოაგებინა.
ამ გამარჯვებით დინამო თბილისი ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს. ბოლო ტურებში ქეცბაიას გუნდის მეტოქეები სამგურალი და მეშახტე იქნებიან.











