პარი სენ-ჟერმენის გარშემო ტრიალებს ასეთი მოსაზრება - ლიგა 1-ში კონკურენციის არ არსებობის ხარჯზე, დედაქალაქური გუნდი ჩემპიონთა ლიგის თამაშებს დასვენებული ხვდება. აღნიშნულ ნათქვამს გამოეხმაურა პსჟ-ს დამრიგებელი, ლუის ენრიკე, რომელმაც საპირისპირო არგუმენტი მოიყვანა.
"მსგავსი საუბრები პარი სენ-ჟერმენის გარშემო ყოველთვის არის. როდესაც აქ მოვედი, ხალხი ამბობდა, რომ ეს გუნდი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ვერ ხდება საფრანგეთის ჩემპიონატის დაბალი დონის გამო, თითქოს პსჟ-ს ძლიერ ოპონენტებთან შეხვედრები აკლია. ახლა მესმის საპირისპირო რამ.
დიახ, თითქოს ჩვენი წარმატების საიდუმლო ლიგა 1-ში კონკურენციის ნაკლებობას უკავშირდება. ყოველთვის გამოჩნდება ისეთი ადამიანი, რომელიც ეცდება ჩვენს დაკნინებას, მაგრამ მსგავს საუბრებს ყურადღებას არ ვაქცევთ. მიზანი, ყველა თამაშის მოგებაა", - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.












