ლუის ენრიკე მანჩესტერ სიტის გარშემო არსებულ ფინანსურ ბრალდებებს გამოეხმაურა. ტიტულოვანმა მწვრთნელმა წარმატებები უსურვა "ქალაქელებს" და იმედი გამოთქვა, რომ მათთვის ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდება. შეგახსენებთ, დღეს, პარიზს ელის გასვლითი შეხვედრა სწორედ ეტიჰადის მკვიდრებთან.
"დიდი გუნდების გარშემო ყოველთვის ხმაურია. პროგნოზის გაკეთება არ ღირს წინასწარ, საბოლოო გადაწყვეტილებას დაველოდოთ. იმედი მაქვს, სიტისთვის ყველაფერი ჩაივლის მშვიდობიანად, რადგან, ის რაც მათ გააკეთეს მოედანზე, საოცარი იყო. მოთამაშეებმა ყველა ტიტული დამსახურებულად მოიგეს.
მე ვსაუბრობ მხოლოდ სპორტული გადმოსახედიდან და ვთვლი, რომ მანჩესტერულმა გუნდმა მართლაც დაიმსახურა ყველა ის თასი, რაც მოიპოვა. არ ვიცი, როგორი იქნება საბოლოო გადაწყვეტილება, უნდა დაველოდოთ", - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.






![[VIDEO] მამუკელაშვილის ეფექტური ჩატენვა გოლდენ სტეიტთან და აღფრთოვანებული დონჩიჩი!](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FUmzhUm2InhVo7Dl21gAvk38J4XDQ0xwC.png&w=3840&q=75)




