ჩემპიონთა ლიგის გასულ ტურში პარიზელთა შემტევმა დეზირე დუემ მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და მანჩესტერ სიტის გაუტანა.
ტურის ცენტრალური შეხვედრა მანჩესტერ სიტისა და პსჟ-ს შორის, სტუმართა გამარჯვებით 2:4 დასრულდა. მატჩის შემდეგ, დუემ საქებარი სიტყვები ლეგენდარული ტიერი ანრისგან მიიღო.
"რაღაც უნდა გითხრა... არ ვიცი, იციან თუ არა სხვებმა, მაგრამ წარსულში შენი მწვრთნელი ვიყავი. ის დეზირე დუე, რომელიც ორი წლის წინ ვნახე, და ის, ვისაც დღეს ვხედავ, სრულიად განსხვავებულები არიან.
დეზირე, შენი ხასიათით, შენი დამოკიდებულებით, თამაშისადმი მიდგომით ძალიან გაიზარდე.
რაც მთავარია, როცა ცდილობ, იყო უბრალოდ დეზირე დუე და არა ვინმე სხვა, მაშინ უბრალოდ შეუჩერებელი ხარ. მე ყოველთვის მჯეროდა შენი და ახლა შენ ამას ამტკიცებ კიდეც. ასე რომ ბრავო!", - განაცხადა ანრიმ.











