მიმოვიხილოთ ევროპის ტოპ ხუთი ლიგის შაბათ-კვირის მატჩები. ცენტალური დაპირისპირების არ არსებობის მიუხედავად, მაინც არაერთი საინტერესო შეხვედრა გველის.
პრემიერ ლიგაში იდეალური სტარტის მქონე მანჩესტერ სიტი საკუთარ კედლებში იფსვიჩ თაუნს მიიღებს. ჩემპიონთა ლიგაზე პარი სენ-ჟერმენთან წაგება "ქალაქელთათვის" იყო ნამდვილი ცივი შხაპი და ვნახოთ, შეძლებენ თუ არა ისინი რეაბილიტაციას. აღსანიშნავია რომ ინგლისის ყველა სხვა ტოპ კლუბი სტუმრად თამაშობს.
ლივერპული - ბრენტფორდთან, არსენალი - ნოტინგემ ფორესტთან, ჩელსი - ევერტონთან, მანჩესტერ იუნაიტედი კი ლიდსთან. გადავინაცვლოთ პრიმერა დივიზიონში, სადაც ყურადღების ცენტრში კვლავ ბარსაა, რომელიც ბეტისს ესტუმრება. რეალ მადრიდი თავის მხრივ შინ სევილიას მიიღებს. ამ დროისთვის უცნობია, შეძლებს თუ არა გიორგი ქოჩორაშვილი "სამეფო კლუბთან" თამაშს.
ბოლო ცნობებით, ქართველი ნახევარმცველი ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობდა. საინტერესო დაპირისპირებები იქნება სერია ა-შიც: იუვენტუსი მიიღებს ლაციოს, მილანი - ატალანტას, რომა - ჯენოას, ინტერი კი ბოლონიას ესტუმრება. შეგახსენებთ, იტალიის ჩემპიონატს ამ მომენტისთვის ლიდერობენ "ნერაძური" და "არწივები", რომლებსაც 16-16 ქულა აქვთ.
ბოლოს კი ბუნდესლიგასა და ლიგა 1-ზეც ვისაუბროთ - გერმანიაში ყველაზე საინტერესო მატჩი გაიმართება სწორედ მიუნხენში, სადაც ბაიერნი ლაიპციგს მიიღებს. რაც შეეხება საფრანგეთს, პარიზი სტრასბურგს ესტუმრება. შეგახსენებთ, ლე ავრთან გასული ტურის შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიამ სეზონში 1-ელი ბურთი შეაგდო.
შაბათის მატჩის დღე
| ვოლფსბურგი - ჰაიდენჰაიმი | 15:00 | ბუნდესლიგა 2 |
| ევერტონი - ჩელსი | 15:30 | პრემიერ ლიგა |
| ესპანიოლი - ატლეტიკო | 16:00 | ლა ლიგა |
| მეცი - სოშო | 16:00 | ლიგა 2 |
| ვენეცია - ნაპოლი | 17:00 | სერია ა |
| ბრენტფორდი - ლივერპული | 18:00 | პრემიერ ლიგა |
| მანჩესტერ სიტი - იფსვიჩი | 18:00 | პრემიერ ლიგა |
| ვილიარეალი - ელჩე | 18:15 | ლა ლიგა |
| სტრასბურგი - პსჟ | 19:15 | ლიგა 1 |
| ბოლონია - ინტერი | 20:00 | სერია ა |
| ბეტისი - ბარსელონა | 20:30 | ლა ლიგა |
| ბაიერნი - ლაიპციგი | 20:30 | ბუნდესლიგა |
| რედ სტარი - სენტ ეტიენი | 22:00 | ლიგა 2 |
| რომა - ჯენოა | 22:45 | სერია ა |
კვირის მატჩის დღე
| უდინეზე - ლეჩე | 14:30 | სერია ა |
| ოსასუნა - რასინგი | 16:00 | ლა ლიგა |
| ლიდსი - მანჩესტერ იუნაიტედი | 17:00 | პრემიერ ლიგა |
| გრანადა - კადისი | 18:15 | ლა ლიგა 2 |
| ნოტინგემი - არსენალი | 19:30 | პრემიერ ლიგა |
| მილანი - ატალანტა | 20:00 | სერია ა |
| იუვენტუსი - ლაციო | 22:45 | სერია ა |
| რეალი - სევილია | 23:00 | ლა ლიგა |











