კილიან მბაპეს ჩემპიონთა ლიგაზე 100 მატჩი დაუგროვდა. იუბილე გამოდგა ტრიუმფალური - მადრიდის რეალმა რომასთან გასვლით დაპირისპირებაში მოახდინა ქამბექი 1:3-ის შემდეგ და პირველი ბურთი სტუმართა მხრიდან შეაგდო სწორედ ფრანგმა ფორვარდმა, თანაც ჯამში 72-ე ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე.
"სამეფო კლუბის" ამჟამინდელმა ლიდერმა გადაასწრო რაულ გონსალესს, რითაც ის ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირების ხუთეულში შევიდა. ბერნაბეუს მკვიდრთა მე-10 ნომერს უსწრებს შემდეგი 4 მოთამაშე: კრიშტიანუ რონალდუ (141 ბურთი), ლეო მესი (129 ბურთი), რობერტ ლევანდოვსკი (109 ბურთი) და ქარიმ ბენზემა (90 ბურთი).
საინტერესოა ის, რომ ჩემპიონთა ლიგის პორტუგალიელ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირს პირველ 100 მატჩში ჰქონდა გატანილი 66 გოლი, მაშინ, როცა "დონატელომ" როგორც აღვნიშნეთ, 72 შეაგდო. ამის გარდა, ის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია 100-თამაშიანი ნიშნულით ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე.













