პირს მორგანი - ჟურნალისტი, ვინც წლების განმავლობაში კრიშტიანუ რონალდუს ყველაზე ცნობილ გულშემატკივრად და დამცველად ჩამოყალიბდა. ასე არ იყო ყოველთვის...2 დეკადის წინ, პორტუგალიელი ფორვარდის მთავარი კრიტიკოსი ნისლიან ალბიონზე სწორედ ინგლისელი რეპორტიორი გახლდათ.
The Mail On Sunday-ს ყოფილ ჟურნალისტს "ამოუქექეს" 2008 წელს დაწერილი სტატია, რომელშიც მან იმ დროს ჯერ კიდევ მანჩესტერ იუნაიტედის ვინგერი უბრალოდ მიწასთან გაასწორა. მორგანმა "წითელ ეშმაკთა" მე-7 ნომერი გააკრიტიკა მადრიდის რეალში თამაშის სურვილის ღიად დაფიქსირების გამო და მხოლოდ ამით ის არც შემოფარგლულა.
ინგლისელი ჟურნალისტი დასცინოდა რონალდუს სათამაშო სტილსა და ვიზუალსაც კი. დღეს ეს ყველაფერი ჩანს არარეალური, იმის გათვალისწინებით, თუ როგორ იცავს პირსი პორტუგალიელ ფორვარდს. რეპორტიორი მუდმივად იმეორებს, თუ როგორ აღემატება სხვა მოთამაშეებს კრიშტიანუ, მაგრამ იმ დროს, The Mail On Sunday-ს რედაქტორმა ლეო მესიც მასზე წინ დააყენა.
"რონალდუ არის განებივრებული პატარა ბიჭი - რატომ შეეგებნენ მას მან იუნაიტედის გულშემატკივრები ასე? ყოველთვის დიდ პატივს ვცემდი მანჩესტერის ქომაგებს და ამას აქვს ბევრი მიზეზი: ისინი დარჩნენ სტადიონზე, როცა არსენალმა მოიგო ჩემპიონატი...ნაზარიოს დაუკრეს ტაში იმ ჰეთ-თრიქის შემდეგ...
"წითელი ეშმაკების" გულშემატკივრებმა იციან, თუ რა არის ფეხბურთი, თუმცა მე დავრჩი გაოგნებული, როდესაც მათ შეცვლაზე შემოსულ რონალდუსაც ტაში დაუკრეს. ეს იგივეა, რაც იესოს მოწაფეები შეგებებოდნენ იუდას იმ ღალატის შემდეგ. თუ დაგავიწყდათ, შეგახსენებთ: რეალში გაშვებას ეხვეწებოდა კრიშტიანუ ფერგიუსონს.
პორტუგალიელი შემტევისთვის ოლდ ტრაფორდი არ იყო საკმარისი და მას უფრო მეტი სიდიადისთვის მადრიდი სჭირდებოდა. დიახ, ის არარეალურად ძლიერია, მაგრამ მესი მაინც წინაა. იუნაიტედის ვინგერი სიმულიანტია, მატყუარა, ეგოისტი და მტირალა. იმედი მაქვს, მანჩესტერში მიხვდებიან, რომ კლუბში მოღალატე ჰყავთ", - წერდა მორგანი 18 წლის წინ.






![[VIDEO] მამუკელაშვილის ეფექტური ჩატენვა გოლდენ სტეიტთან და აღფრთოვანებული დონჩიჩი!](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FUmzhUm2InhVo7Dl21gAvk38J4XDQ0xwC.png&w=3840&q=75)




