კრიშტიანუ რონალდუმ CNN Portugal-თან ინტერვიუში კარიერაში 1000 გოლის გატანის მიზანზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევს თავს.
"ხალხი სათანადოდ არ აფასებს იმას, რასაც ახლა ვაკეთებ. მათ უფრო მეტად აინტერესებთ, რამდენი გოლი მაკლია 1000-მდე.
ეს არ მომწონს, ნამდვილად არ მომწონს. ყველაფერი ბუნებრივად უნდა მოხდეს. იქნება ეს 920 გოლი, 925 თუ 930...
მე ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი ვარ და ამაში ეჭვი არ მეპარება. რაც შეეხება გოლების გატანას, სტატისტიკა ყველაფერზე მეტყველებს.
აქ არ ვაპირებ ჯდომას და იმის თქმას, რომ აუცილებლად 1000 გოლი უნდა გავიტანო. თუ ამ ნიშნულს მივაღწევ, შესანიშნავი იქნება".











