ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე მსოფლიო პარატაეკვონდოს გრან-პრის ფინალურ ტურნირზე ქართველმა პარატაეკვონდოისტმა ანა ჯაფარიძემ ოქროს მედალი მოიპოვა.
K44 კლასში, -52 კგ წონით კატეგორიაში, ქართველმა პარა ათლეტმა ფინალურ შეხვედრაში უზბეკეთის წარმომადგენელი უმიდა მამარაჯაბოვა დამაჯერებლად, ანგარიშით 2:0 დაამარცხა. ჯაფარიძემ ორივე რაუნდში უპირატესობა მოიპოვა - პირველი რაუნდი 10:2 მოიგო, ხოლო მეორე - 13:5.
მსოფლიო გრან-პრის ფინალი პარატაეკვონდოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რანგის საერთაშორისო შეჯიბრებაა.











