20 დეკემბერს, ვეტერანი არგენტინელი ფეხბურთელი კარლოს ტევესი გამოსამშვიდობებელ მატჩს ბოკა ხუნიორსის ლეგენდარულ სტადიონზე - "ლა ბომბონერაზე" გამართავს.
გამოსამშვიდობებელ მატჩში მონაწილეობას ბოკას ლეგენდები მიიღებენ, რომლებიც მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდებს დაუპირისპირდებიან. იმ ფეხბურთელებთან, რომლებთანაც ტევესს თავის კარიერაში უთამაშია.
ლეგენდების გუნდში იქნება ლეო მესიც. მოგეხსენებათ, მესი და ტევესი ერთად არგენტინის ნაკრებში წლების განმავლობაში თამაშობდნენ.

მოწვეულთა შორის არიან სერხიო აგუერო, ჯანლუიჯი ბუფონი, რიო ფერდინანდი, მარტინ პალერმო და ლეანდრო პარედესი.დიდია ალბათობა, რომ აღნიშნულ მატჩში, ისტორიაში პირველად, ერთ გუნდში ლეო მესი და კრიშტიანო რონალდუ ვიხილოთ.
ტევესმა კრიშტიანუს ოფიციალური წერილით უკვე მიმართა და ძალიან სურს, რომ მის გამოსამშვიდობებელ მატჩში მიიღოს მონაწილეობა, თუმცა ჯერჯერობით, რონალდუსგან პასუხი არ მიუღია. შეგახსენებთ, რომ ტევესი და რონალდუ ერთად მანჩესტერ იუნაიტედში თამაშობდნენ.














