კონფერენს ლიგის ფაზის მეოთხე ტურის შეხვედრა იბერიასა და ხეტაფეს შორის, მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა. ამ სენსაციური გამარჯვების მთავარი გმირი გიორგი ქობულაძე იყო, რომელმაც ერთადერთი გოლი გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ ამ გამარჯვებით 0.5 ქულა მოგვემატა, უეფას საკლუბო რეიტინგში ესტონეთს დავეწიეთ და 49-ე ადგილს ვიყოფთ. იბერიას მიერ მოპოვებულმა ქულებმა საქართველოს ევროტურნირებზე მეოთხე გუნდის ასპარეზობის უფლება დაუბრუნა.

რაც შეეხება ფინანსურ საკითხებს, უეფას წესდების მიხედვით, კონფერენს ლიგაზე თითო მოგებაზე გუნდი ბონუსის სახით 400 ათას ევროს იღებს, უშუალოდ მონაწილეობისთვის 3 170 000 ევროს. ფრეზე კი 133 000 ევროს.
მოგეხსენებათ, კონფერენს ლიგის მიმდინარე სეზონში იბერიას ორი მარცხი, ერთი მოგება და ერთი ფრე აქვს. შესაბამისად, ისინი უეფასგან ჯამში 3 703 000 ევროს მიიღებენ.
შეგახსენებთ, რომ ევროტურნირებზე იბერიას კიდევ ორი მატჩი აქვს სათამშო - შინ ცვრნა ზვეზდასთან, სტუმრად კი იაბლონეცთან.














